იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი რუსეთის ომს მხარს უჭერენ

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი რუსეთის ომს მხარს უჭერენ – მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ერზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ შეერთებული შტატების მარცხი. მათ სურთ ნატოს მარცხი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, თუ მათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება.

„თუ მათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, ეს ჩვენ უფრო დაუცველს გაგვხდის და მსოფლიოს უფრო სახიფათოს. ასე რომ, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის. ეს ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება ომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები