“მე რომ სპორტსმენი ვიყავი, გვაკლდა ყურადღება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – ყაველაშვილი
“მე რომ სპორტსმენი ვიყავი, გვაკლდა ყურადღება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“სპორტსმენიც ამ ქვეყნის შვილია. მე ხომ ვიცი სპორტსმენების შინაგანი განწყობა, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ამას. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაც კი არის, რომ დააფასონ ეს სფერო”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.