რატომ გადაწყვიტეს „ნაციონალებმა“ ბოკერიას ამერიკაში ვიზიტის შემდეგ ახალი პარტიის შექმნა
გაზეთი “ალია“ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და აშშ-ს სენატორ ჯონ მაკკეინის შეხვედრის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე მკკეინმა ბოკერიას აშშ-ს პოლიტელიტაში “ნაციონალური მოძრაობისადმი“ არსებული პოზიცია გააცნო და განუცხადა, რომ მათ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ “ჩამოწერეს“.
„ალიას“ ინფორმაციით, კონგრესში უკვე გამოითქვა აზრი, შეისწავლონ იმ 4.5 მილიარდის საკითხი, რომელიც ამერიკამ 2008 წლის ომის შემდეგ გამოუყო საქართველოს დახმარების სახით. გამოცემის ცნობითვე, კონგრესმენთა ერთ ჯგუფს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, იმისა, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი სააკაშვილისა და მისი ჩინოვნიკების კეთილდღეობას მოხმარდა და ხალხთან მხოლოდ მცირედმა მიაღწია.
„ამ დღეებში „ნაცმოძრაობის“ ოფისში ლიდერების შეკრება გაიმართა, სადაც ბოკერიას პირდაპირ განუცხადებია, მიშას გადარჩენა შეუძლებელია, ვეღარც პარტიას გადავარჩენთ და ერთადერთი, შესაძლოა, ახალი პარტია შევქმნათ და პოლიტიკოსთა ნაწილი იქ გადავბარგდეთო. ჩვენმა გუნდმა ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, მიშა უნდა მოვიცილოთ, ყველა ბერკეტი, ყველანაირი გავლენა, რაც დარჩა „ნაცმოძრაობაზე“, უნდა ჩამოვართვათო, – უთქვამს თანაგუნდელთათვის ბოკერიას. მისი ეს გადაწყვეტილება თავიდან სააკაშვილის მომხრე რამდენიმე ლიდერს გაუპროტესტებია, მაგრამ მერე ყველა გაჩუმებულა. ყველა ხედავს, მიშა ჩაძირულია და არავის უნდა, მისი ბედი გაიზიაროს. ახლა ყველა გიგა ბოკერიას ეჭიდება, იქნებ ამან გადაგვარჩინოს, კვლავ პოლიტიკაში დავრჩეთ და დაჭერას ამით მაინც გადავრჩეთო“, – წერს გამოცემა.