სანდრო ბრეგაძე: „მეხუთე კოლონამ“ ფარული მოსმენები ვერ უნდა განახორციელოს!

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ე.წ. მეხუთე კოლონა მოსმენებს ვეღარ ახორციელებდეს. როგორც ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, დღეს საქართველო საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელებმა კიტოვანთან და იოსელიანთან ერთად სისხლის გუბეები დააყენეს.
„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალა, „მეხუთე კოლონა“ ფარულ მოსმენებს ვერ ახორციელებდეს! აუცილებლად უნდა იქნეს აღმოჩენილი ეს მოსასმენი აპარატურა და ყველა, ვინც ამ დანაშაულს სჩადის, პასუხისგებაში მიეცეს! ხელისუფლებამ ეს, რაც შეიძლება სწარაფად უნდა გააკეთოს! და კიდევ, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, კობა ხაბაზი, გია ბარამიძე, გოკა გაბაშვილი ის ადამიანები არიან, რომლებმაც კიტოვანთან და იოსელიანთან ერთად სისხლის გუბეები დააყენეს საქართველოში! დიახ, ესენი იარაღით ხელში პუტჩისა და ხუნტის ავანგარდში იდგნენ და დღესაც მზად არიან, იგივე გაიმეორონ! დღეს ისევ საბედისწერო არჩევანის წინაშე ვდგავართ- ვივლით ქრისტეს გზით თუ ვივლით ბარაბას გზით?! ქართველმა ერმა, საუბედუროდ, ერთხელ უკვე აირჩია ბარაბას გზა და იმედი მაქვს, ასეთ მძიმე შეცდომას მეორედ აღარ დაუშვებს“! – აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები