“მკურნალობას აგრძელებს” – როგორია მდინარე ძუსაში გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილი 24 წლის ქალი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

თერჯოლის საავადმყოფოს დირექტორის, სოფო ბუსკივაძის თქმით, დაშავებულს სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“24 წლის გოგონა შემოიყვანეს უბედური შემთხვევის შემდეგ. ჰიპოთერმიის მდგომარეობაში სხეულის ზოგადი გადაციებით. აქვს სხეულის ზედაპირული ტრავმები, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. შესაბამისი დახმარების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, დასტაბილურდა და აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. პაციენტი წევს ქირურგიულ განყოფილებაში,“ – აცხადებს ბუსკივაძე.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ერთი ადამიანი შემთხვევით მდინარეში ჩავარდა, მასთან ერთად მყოფი პირები კი მის დასახმარებლად შევიდნენ. მაშველებმა მდინარიდან ცოცხლად მხოლოდ 1 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, 4 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები