ალექსანდრე გოგინავა: ველოდებით, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მომავალი 2 კვირის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების შემთხვევების კლებაა მოსალოდნელი.
„ველოდებით იმას, რომ, გარკვეულწილად, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს მომავალი 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გაქრება, იმიტომ რომ მარტამდე შესაძლებელია გრიპის შემთხვევები დაფიქსირდეს და არა მარტო გრიპის, სხვა რესპირატორული ინფექციებისაც. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რისკჯგუფში შემავალი მოსახლეობა დავიცვათ და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები“, – აცხადებს გოგინავა.