პოეტი ენვერ ნიჟარაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ძალიან კარგი პოეტი ენვერ ნიჟარაძე (1946-2025). ინფორმაციას ლიტერატურული ფესტივალის „ქუჯის“ გვერდი ავრცელებს.
პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე ენვერ ნიჟარაძე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს, ლენტეხში.   1964 წელს დაამთავრა ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, წითელი დიპლომით.
1982-1988 წლებში მუშაობდა ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად, 1988-1991 წლებში კი – მწერალთა კავშირის მდივნად.
1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ.
1995 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, სადაც იმყოფებოდა 19 წელი.
2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში.
გამოცემული აქვს უამრავი პოეტური კრებული.
მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი „რა სიმშვიდეა, ქალბატონო“, რომელიც კომპოზიტორმა ნუგზარ ჩხაიძემ აამღერა:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები