ზურაბ ქადაგიძე “ალტერნატივა გერმანიისთვის” ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხვაზე – ჩვენ სანქციებს გვიწესებენ და ყოველდღიურად გვემუქრებიან იმისათვის, რაც არ ჩაგვიდენია და ლიბერალურ სიგიჟეებში ჩაძირულ გერმანიას არ იმჩნევენ, თუ არ ამჩნევინებენ “დიფ სთეითთან” მებრძოლ ტრამპს?!

„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტია -“ალტერნატივა გერმანიისთვის”, ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მიუხედავად ვენსის განცხადების, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” პოპულარული ძალაა და ბიუროკრატები მის აკრძალვას აპირებენ, ვაშინგტონის მხრიდან განცხადების მეტი არაფერი მოჰყოლია“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „რას უნდა ნიშნავდეს ეს უმოქმედობა ვაშინგტონის მხრიდან – შტატების პოპულისტურ განცხადებას, რომ ტრამპი წუხს მსოფლიო დემოკრატიის დასუსტების და ბრიუსელის ბიუროკრატიის გაძლიერების გამო, თუ მის უუნარობას, სოროსისა და “დიფ სთეითის” წინაშე?“

„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტია -“ალტერნატივა გერმანიისთვის”, ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მიუხედავად ვენსის განცხადების, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” პოპულარული ძალაა და ბიუროკრატები მის აკრძალვას აპირებენ, ვაშინგტონის მხრიდან განცხადების მეტი არაფერი მოჰყოლია, ისევე როგორც, რუმინეთში განვითარებულმა მოვლენებმა ჩაიარეს, ტრამპის ადმინისტრაციის მიღმა.

რას უნდა ნიშნავდეს ეს უმოქმედობა ვაშინგტონის მხრიდან – შტატების პოპულისტურ განცხადებას, რომ ტრამპი წუხს მსოფლიო დემოკრატიის დასუსტების და ბრიუსელის ბიუროკრატიის გაძლიერების გამო, თუ მის უუნარობას, სოროსისა და “დიფ სთეითის” წინაშე? რა ვიცი, ჩვენ სანქციებს გვიწესებენ და ყოველდღიურად გვემუქრებიან რიგი სენატორები და კონგრესმენები იმისათვის, რაც არ ჩაგვიდენია და ლიბერალურ სიგიჟეებში ჩაძირულ გერმანიას, არ იმჩნევენ თუ არ ამჩნევინებენ, “დიფ სთეითთან” მებრძოლ ტრამპს?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები