კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მეცნიერის და პედაგოგის – ივანე (ვანო) ჟღენტის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ღვაწლმოსილი მეცნიერის და პედაგოგის, ივანე (ვანო) ჟღენტის გარდაცვალების გამო. სამინისტრო უსამძიმრებს ივანე (ვანო) ჟღენტის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მუსიკალურ საზოგადოებას.
ივანე (ვანო) ჟღენტი ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულებას. იყო მუსიკის თეორიის საბაკალავრო, მუსიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; გამოცემული აქვს მრავალი სახელმძღვანელო, სტატია და პუბლიკაცია. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ტრადიციული მუსიკის ჰარმონიის კვლევის საკითხებში. მისი ინიციატივით, კონსერვატორიის სასწავლო პროგრამებში დაინერგა ახალი კურსები და არსებული კურსები გაფართოვდა.