ზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე, სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
როგორც ზურაბ ხიზანიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
“მოდით მატჩზე და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს”, – აღნიშნავს ზურა ხიზანიშვილი მიმართვაში.