ქადაგიშვილი – “ნაცმოძრაობაზე” – ისინი კვლავ გულმოდგინედ მუშაობენ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ განსახორციელებლად, ხაბეიშვილის კუნთებზე ყურებაც სწორედ ამ კონტექსტის გაგრძელებაა

“ისინი კვლავ გულმოდგინედ მუშაობენ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ განსახორციელებლად, ხაბეიშვილის კუნთებზე ყურებაც სწორედ ამ კონტექსტის გაგრძელებაა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი მზადაა პოლიციისთვის ძალის დაპირისპირებისა და თბილისში გენერალური ბრძოლის გამართვისთვის.

„ამ განცხადებებით ის ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს დაანახოს, რომ ის არის ნამდვილი ლიდერი, ნამდვილი მებრძოლი და ბოკუჩავა და მისთანები არანაირი რეალური პოლიტიკის შემქმნელები არ არიან“, – აღნიშნა  ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები