გორში ჩატარებული სპეცოპერაციისას 2 პირი დააკავეს.
ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული.
როგორც უწყების წარმომადგენელმა, გიორგი უძილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულები ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე არიან დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება.
„დაკავებულია 2 პირი, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს 212-ე მუხლის ა და ბ პუნქტებით“,- აღნიშნა უძილაურმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულები რესტორნის სტუმრები იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.