“როდესაც შეკითხვას უსვამთ საელჩოს, საელჩო ელოდება ინსტრუქციას პარიზიდან, რა ინსტრუქციაც ექნება, ისაუბრებს ზუსტად ისე” – გია ვოლსკი
“როდესაც შეკითხვას უსვამთ საელჩოს, საელჩო ელოდება ინსტრუქციას პარიზიდან. რა ინსტრუქციაც ექნება, იმასთან დაკავშირებით ისაუბრებს ზუსტად ისე, სიტყვა სიტყვით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარიზში გამართულ აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოს დუმილის შეფასებისას განაცხადა.
„ჰქონდა ინსტრუქცია, რომ დაეფინანსებინა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ჩართულები არიან საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში. გააკეთეს ეს.
საქართველოა დამნაშავე თურმე, მისი ხელისუფლებაა დამნაშავე, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს იცავს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.