იერუსალიმის შესასვლელთან, დაახლოებით ერთი საათის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, იყო ცნობილი, რომ თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მედიის ცნობით, საავადმყოფოში ერთი დაჭრილი, ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა.