Times of Israel: “წითელი ჯვრის” ავტობუსი “ოფერის” ციხეში მივიდა, საიდანაც პალესტინელი პატიმრები უნდა წამოიყვანოს LIVE

ისრაელში “ოფერის” ციხესთან “წითელი ჯვრის” ავტობუსი მივიდა, რომელმაც 39 პალესტინელი პატიმარი უნდა გამოიყვანოს.

ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ, პარალელურად, ეგვიპტეს საზღვართან 13 მძევალი უნდა მიიყვანონ.

მანამდე მედია წერდა, რომ “მას შემდეგ, რაც “წითელი ჯვარი” მიიღებს პალესტინელ პატიმრებს, ისინი, ვინც იერუსალიმიდან არიან, იერუსალიმში წავლენ; ისინი კი, ვინც დასავლეთ სანაპიროდან არიან, ბეტუნიას მუნიციპალურ საბჭოში შეიკრიბებიან, სადაც მათ ოჯახები დაელოდებიან“.

შეთანხმების მიხედვით, დღეს ისრაელის ციხიდან გათავისუფლდება 24 პატიმარი ქალი და 15 მოზარდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები