ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. დასრულდა ტრიბუნების კარკასის მშენებლობა და ტერიტორიის ნაწილობრივი შემოღობვა.
თანამედროვე სტანდარტების სპორტულ ობიექტში სავარჯიშო და სატრენაჟორო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციული ცენტრი განთავსდება.
რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები მოეწყობა.
ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.