რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში „რეზოობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით, 12 ივნისს,  რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში მისი დაბადებიდან 99 წლის აღსანიშნავად, „რეზოობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 12:00 საათზე, ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება, მოგვიანებით კი, მწერლის სახლ-მუზეუმში, შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
„რეზოობა“, ხაშმში, მწერლის დაბადების დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები