აღმოსავლეთ საქართველოს betlive MASTER LEAGUE დაიწყო
,,8 ივნისს, ქარელში betlive MASTER LEAGUE-ის ორგანიზებით და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაიწყო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებს 10 გუნდი, მათ შორის -ქარელი”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
,,თამაშები გაიმართა ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე. პირველ შეხვედრაში ქარელის გუნდმა ,, ქარელი” დაამარცხა თბილისის გუნდი „გრანდ ავლაბარი” , ანგარიშით 2:1.
წარმოგიდგენთ სხვა თამაშების შედეგებს:
„ქარელი” (ქარელი)–„გრანდ ავლაბარი” (თბილისი) – 2:1
„ნინოწმინდა” (ნინოწმინდა)–„რუსთავი” (რუსთავი)–5:2
„განთიადი” ( კასპი) – „ბოდბე” (სიღნაღი) – 0:0
„ფენიქსი” (თბილისი) – “ანონიმუსი” (თბილისი) – 2:1
„თორი” (ბორჯომი) – „ძეგვი” (მცხეთა) – 1:2″,- წერია ინფორმაციაში.