ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა. ასსაფეხურიან კიბესთან ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა “ზაფხულის ლიდერთა სკოლის ” მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

დღის ბოლოს მუსიკალური ჯგუფების „GAGA FRANI“ და „REGGAEON“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და “ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალის Kutaisi Youth Festival ” მიერ იყო ორგანიზებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები