ქობულეთში კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა სრულდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა სრულდება. სანაპირო ზოლთან ახლოს, დავით აღმაშენებლის გამზირზე N520-ის მოპირდაპირედ, რეაბილიტირებული მოსასვენებელი ადგილი იქნება. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
“სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა, დაიგო ფილები, აშენდა სპორტული მოედანი, განთავსდა საბავშვო კუთხეები და სავარჯიშო ტრენაჟორები. სამუშაოებისთვის 1 მლნ ლარი დაიხარჯა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები