მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავასთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

“აღინიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბაღების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება”, – წერია მარტვილის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები