საქართველოს პრემიერმინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს – არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს – არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია.
ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.