დემოკრატის აღქმის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა

საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, „დემეკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული.
რაც შეეხება საკუთრივ დემოკრატიის აღქმის ინდექსს, ევროპაში ნორვეგია, დანია და შვედეთი ლიდერობს, ხოლო ყველა ცუდი შეფასება ევროპის მასშტაბით უკრაინას, საფრანგეთს და სერბეთს აქვს. დემოკრატიის აღქმის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10-ზე მეტ სახელმწიფოს: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს და ა.შ.
საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულშიც მოხვდა, სადაც დემოკრატიას საზოგადოების მხრიდან ყველაზე მაღალი მნიშვნელობა ენიჭება.
საგარეო შემოტევების საფრთხის აღქმით საქართველო მსოფლიო სამეულშია და უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამასთან საქართველოს საზოგადოება ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად გამოხატავს მზაობას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უცხოური ძალების შემოტევებისგან.
დემოკრატიის აღქმის ინდექსი დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევაა მსოფლიოში, იგი ეფუძნება 100 ქვეყნის, 111 ათას რესპოდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას.
https://allianceofdemocracies.org/democracy-perception-index
https://www.radiotavisupleba.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები