თემურ მღებრიშვილი: მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს
მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, რომელიც უეცრად გარდაიცვალა დღეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ექიმების მცდელობის მიუხედავად პოლიციელის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში, სამძიმარი ვუთხრა ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, რომელიც უეცრად გარდაიცვალა დღეს, საღამო ხანს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა და უეცარი გულის გაჩერებით გარდაიცვალა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველი გარდაიცვალა.