რუსთავის მერია: სტიქიას ჩვენი ორი თანამოქალაქე შეეწირა – მთელი გულით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს

რუსთავის მერია შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“რუსთავის მერიის და რუსთაველების სახელით, მთელი გულით ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს!
დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას ჩვენი ორი თანამოქალაქე შეეწირა.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მზად ვართ, გავუწიოთ ყველა ის დახმარება, რაც შექმნილ სიტუაციაში არის შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები