ვაკის პარკის საქმე – დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება

ვაკის პარკის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. გამოიკითხება საქმის გამომძიებელიც.

ერთ-ერთი ბრალდებულის ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი კი შუამდგომლობას დააყენებს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რითაც სურთ დაადასტურონ, რომ არსებულ პროექტსა და შესრულებულ სამუშაოს შორის შეუსაბამობა არ ყოფილა.

”ჩვენი შუამდგომლობა იქნება ახალი მტკიცებულების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, რომელიც არის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნით დასტურდება ცალსახად, რომ არსებულ პროექტსა და შესრულებულს სამუშაოს შორის არ ყოფილა ისეთი ტიპის შეუსაბამობა, რასაც შესაძლოს გამოეწვია ტრაგედია.

თუ ვინმემ შეიძლება ამისთვის პასუხის აგოს, ეს არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია.

ასევე ბრალდების მხარეს როგორც ვიცი ეყოლება ძირითადი გამომძიებელი, ვინც საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა,“ – აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები