თბილისის მეტროში მოქალაქეს თავს დაესხნენ

მოქალაქე ლუკას აბლოთია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მეტროში 4 მამაკაცი თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

„დღეს დიდუბის მეტროში 4 მამაკაცი თავს დამესხა და ჩემზე ფიზიკურად იძალადა ახლა პოლიციასთან ვარ სპრეის გამოყენება მომიწია თავის დასაცავად!“, – წერს მოქალაქე Facebook-ზე.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები