ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან საუბრის შესახებ წერს.
„მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. მადლობელი ვარ საქართველოს დიდ პარტნიორ ქვეყანაში – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ გაღრმავებული მეგობრობა, ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის უნარის ზრდა,”- აღნიშნულია „ტვიტში”.
Had productive talks with Vice President, PM of 🇦🇪 & Ruler of Dubai @HHShkMohd at @WorldGovSummit. Grateful for hosting in 🇦🇪, a great partner of 🇬🇪. Discussed deepening friendship & boosting economic ties and connectivity. #WorldGovSummit pic.twitter.com/L7JuU21q7d
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 13, 2023