ირაკლი ღარიბაშვილი – კლაუს შვაბთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს მომავალზე აქცენტირებულ პოლიტიკას და აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობისა და ვაჭრობის არნახული ზრდის პოტენციალს
კლაუს შვაბთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს მომავალზე-აქცენტირებულ პოლიტიკას და აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობისა და ვაჭრობის არნახული ზრდის პოტენციალს, – ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სწრაფი ციფრული გარდაქმნა და ბიზნესის კეთების სიმარტივე ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. „არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ნაყოფიერი საუბარი მქონდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბთან.
საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს მომავალზე აქცენტირებულ პოლიტიკას და აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობისა და ვაჭრობის არნახული ზრდის პოტენციალს. სწრაფი ციფრული გარდაქმნა და ბიზნესის კეთების სიმარტივე ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.
Had fruitful talks with @ProfKlausSchwab, Founder & Chair of @wef. Highlighted 🇬🇪's future-focused policies & potential to boost East-West connectivity and trade. Rapid digital transformation & ease of doing biz increase 🇬🇪's appeal for FDI. #WorldGovSummit pic.twitter.com/WlVg8eoSdr
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 13, 2023