პრემიერმინისტრი უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ლილუაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ლილუაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. პრემიერმა თამარ ლილუაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, თამარ ლილუაშვილმა პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.
ასევე, სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო მრჩეველი,  საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი; იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი SCIS-ის პროგრამების კოორდინატორი, შემდეგ კი – დირექტორი (ატლანტა, აშშ.) გარდა ამისა, იყო საზოგადოებრივ საქმეთა და სამთავრობო ურთიერთობების საკონსულტაციო ფირმა The Edison Group–ის კონსულტანტი (ატლანტა, აშშ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები