საახალწლოდ განათებული თელავი – ფოტოგალერეა

თელავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლო ილუმინაციებით მორთულია ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში”, ქვეყნის 63 ქალაქში, დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.წელს პირველად ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები