რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 იანვარს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ- კვირას მასპინძლობს.
მთავარი სადღესასწაულო კონცერტი კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდება.
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი “რეგიონი” იმღერებენ.
6 იანვარს, რუსთავის “საახალწლო სოფელი”, სტუმრებს საბავშვო გასართობი ღონისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან უმასპინძლებს.
სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით
განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და შიდასაუბნო სივრცეებიც.
დღეს საღამოს “საახალწლო ზღაპრით” ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.
ასევე 18:00 საათიდან ცოცხალი მუსიკით ელოდება სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი “საახალწლო სიფელიც”.
დღესვე, 20:00 საათზე, რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.