საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“, რომელმაც უკვე ტრადიციის სახე მიიღო ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში წელსაც გაიმართება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ასე გამოიყურება საახალწლოდ მორთული ქვემო ქართლის რეგიონი დმანისი: