განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობითა და შამონის სამთო-სათხილამურო ეროვნული ცენტრის ექსპერტების დახმარებით განხორციელდა.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 15-მა მაშველმა, ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარეს. სწავლების ძირითადი მიზანი იყო სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები