არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის

“პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის.

“მიხეილ სააკაშვილი უკვე არის შემაფერხებელი ფაქტორი არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ის პოლიტიკურად აშანტაჟებდა, თუნდაც, გავიხსენოთ შვიდთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის პროცესი, არამედ – საკუთარი პარტიისთვისაც, სადაც ის მცდელობები იყო, რომ პოლიტიკა განახლებულიყო, მაგრამ სააკაშვილის გამო პარტია ვერ ახერხებდა განახლებას და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. როგორც ჩანს, დღეს ეს დისკუსია ისევ აქტუალურია და ამაზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით აქტიურად მიმდინარეობს. სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის და პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არა იმ წესით, პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს. რა პოლიტიკური დღის წესრიგიც უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიას და რა პოლიტიკური ხედვაც უნდა იყოს პიროვნულ დონეზე, მთავარია, კანონის უზენაესობის პრინციპი და აქედან ნებისმიერი გადახვევა ვერ მოემსახურება პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები