ანრი ოხანაშვილი: პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები ბოლომდე იყოს გატარებული

“საქართველოს პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ვიწროპარტიული ინტერესებით ხელის მოთბობას ცდილობენ, თუმცა, არ გამოსდით.

„რაც შეეხება პრემიერმინისტრის ვიზიტებს, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები დაწყებული ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, გაგრძელებული ევროპის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ბატონ ვარჰეისთან, ბატონ ბორელსა და ბატონ გენერალურ მდივანთან. ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიეღოთ იმით, თუკი მართლაც ვერ შედგებოდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გახსოვთ, როგორი კამპანია აწარმოებს ამასთან მიმართებითაც, რომ თურმე, ვითომ, შეხვედრა ჩაიშალა და თითქოს შეხვედრა აღარ შედგებოდა. ამით ისინი ცდილობენ ვიწროპარტიული ინტერესებით ხელის მოთბობას და ეს არ გამოსდით. დღესაც, საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მაღალი დონის შეხვედრებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ეკონომიკურ საკითხებზე მსოფლიო სავალუტო ფონდის უმაღლეს წარმომადგენლობასთან, სხვა ეკონომიკურ ჯგუფებთან, იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს ბოლომდე გატარებული და ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის სრულად იყოს შესრულებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები