რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს.
შესაბამისი ვიდეო უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა.
“სამხედრო ტექნიკის მოძრაობა ფიქსირდება ადმინისტრაციული საზღვრის გავლით ნახევარკუნძულიდან. შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რეგიონების საზღვრებში ხდება თავდასხმები სასაზღვრო დანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე. არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.