მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები