“ცრუპენტელა „ნაცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ, კეთილი ინებონ, კომისიის სხდომაზე მობრძანდნენ” – არჩილ გორდულაძე

“ცრუპენტელა „ნაცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ, კეთილი ინებონ და კომისიის სხდომაზე მობრძანდნენ, კარგად იციან, რას სჩადიოდნენ, ამიტომ იძულებული არიან, პოლიტიკას შეაფარონ თავი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ცრუპენტელა „ნაცები“ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, როცა საგამოძიებო კომისიაზე ლაპარაკობენ. ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ. კეთილი ინებონ, კომისიის სხდომაზე მობრძანდნენ, დაზარალებულები ათას უბედურებას ჰყვებიან და ამ ადამიანებს პასუხები გასცენ. რაიმე თუ არასწორია, მაშინ თავიანთი სიმართლე თქვან, მაგრამ როცა კარგად იციან, რას სჩადიოდნენ, ამიტომ იძულებული არიან, პოლიტიკას თავი შეაფარონ. როგორც წესი, ეს მათთვის დამახასიათებელია. აღკვეთის ღონისძიების წესს როცა არ იცავენ, ეს ქართული რეალობისთვის არახალია. ნიკა მელია გახსოვთ, რომლის მიზანი სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაციის ჩამოქცევა იყო და მან ამ მიზნით ე.წ. სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. ზუსტად იმავეს მცდელობა აქვთ. იგივე მეორდება, არ უნდათ, სამართალსა და კანონს დაემორჩილონ. რაც მთავარია, წინააღმდეგობაში იმ მართლწესრიგთან მოვიდნენ, რითაც დემოკრატიული საქართველო ცხოვრობს. ეს ადამიანები ისე დამარცხდებიან, როგორც სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილი და მერაბიშვილი დამარცხდნენ, თუ თავიანთ საქმეებს წაიღებენ. კანონი უნდა შესრულდეს და ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, როცა რაიმეს აშავებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები