ფონ დერ ლაიენი: მნიშვნელოვანია, აშშ სამშვიდობო პროცესში ჩართული დარჩეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუღლელი მცდელობებისთვის, მას ტრამპისთვის მადლობის გადახდა სურს.

“მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუღლელი მცდელობებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩეს ჩართული სამშვიდობო პროცესში. ვაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მყარი მშვიდობის მიღწევის მიზნით”,- წერს ლაიენი.

მისივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები