დავით მათიკაშვილი – გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი პოლიტიკოსების ადგილი არ არის

,,გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი პოლიტიკოსების ადგილი არ არის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კომპრომისს აპირებს ხელისუფლებასთან და „უკანა კარიდან ღამღამობით“ ბიძინა ივანიშვილთან დადის.

მისივე თქმით, რადიკალებს არანაირი შანსი არ აქვთ.

„ოპოზიცია ყოვლად უუნაროა, რადიკალებს არანაირი შანსი არ აქვთ, საკუთარი მრუდე დღის წესრიგი განახორციელონ. გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი და ამორტიზებული პოლიტიკოსების ადგილი არ არის. პოლიტიკა პარლამენტში, საკრებულოებში კეთდება. როცა ამომრჩეველი გენდობა, მანდატს გაძლევს და მას უგულებელყოფ, რა თქმა უნდა, ეს დასასრულის წინაპირობაა. სხვისკენ თითების გაშვერას თავი დაანებონ და მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები