ირანის სულიერი ლიდერის ვარაუდით, აშშ-ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებში ახალი შეთანხმება იქნება მიღწეული.

„არ მგონია, აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს შედეგი მოჰყვეს. არ ვიცი. არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ რაისის პერიოდში მიმდინარეობდა, თუმცა ამას მაშინ შედეგი არ ჰქონია და ვფიქრობ, რომ ალბათ არც ახლა ექნება. ამერიკული მხარე, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, უნდა ეცადოს, რომ სისულელეები არ ილაპარაკოს.

იმის თქმა, რომ არ დაუშვებენ ირანის გამდიდრებას, დიდი შეცდომაა. არავინ ელოდება მათ ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას აქვს პოლიტიკა, მას აქვს მეთოდი, ის ატარებს საკუთარ პოლიტიკას“, – აღნიშნა ხამენეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები