აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სულხან თამაზაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლაში.
“დღეს აჭარის რეგიონში 4000-ზე მეტი მეთორმეტე კლასელისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მინდა თითოეულ მოსწავლეს მივულოცო სკოლის დამთავრება. ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებებს გისურვებთ!დარწმუნებული ვარ, მომავალში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლაში,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.