ბექა ღვაჩლიანი – მჯერა, ზუსტად იცით, საიდან მოდიხართ და სად გსურთ დაბრუნება, განათლება კი ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველომდე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, მშობლებს და მასწავლებლებს ვულოცავ სკოლის დასრულებას და ბოლო ზარს!

ეს დღე ერთდროულად ემოციური, ამაღელვებელი და საამაყოა – თქვენ უკან მოიტოვეთ ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ახალი გზის დასაწყისს ადგებით, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით, გამოწვევებითა და არჩევნებით, რომლებიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს და ჩვენი სამშობლოს მომავალსაც.

თანამედროვე სამყაროში განათლება არამხოლოდ პიროვნული განვითარების საფუძველი, არამედ ეროვნული ღირსების დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი სამშობლოს ნაწილი დროებით ოკუპირებულია – აფხაზეთის თითოეული მოზარდის სულიერი სიმტკიცე, ცოდნისკენ სწრაფვა და ქართულ ფესვებზე დაყრდნობილი იდენტობა ჩვენი საერთო გამარჯვების საფუძველია.

მჯერა, ზუსტად იცით, საიდან მოდიხართ და სად გსურთ დაბრუნება. განათლება კი ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველომდე.

გაუმარჯოს თქვენს მიზნებს, თავისუფლებას და სამშობლოსადმი სიყვარულით აღსავსე მომავალს!“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები