წილოსანი – მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: მადლობა მარიამს, რომ სასამართლოში იჩივლა; იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“

“მადლობა მარიამს, რომ სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და მარიამ ლაშხზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია.

ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“, – წერს წილოსანი.

ცნობისთვის, მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს აქტივისტები – მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები