როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 21 იანვრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 538, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 419, აჭარაში – 131, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 – თბილისში, 563 – აჭარაში.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ექვსი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები