გიორგი გამსახურდია: გრიშა ვაშაძეს ყბას ჩამოვუღებდი!
“გრიშა ვაშაძეს კი არა მხოლოდ, ნებისმიერს, ნიკა მელიას, ჯუმბერას, ჯიმშერას და ნებისმიერ სხვას თავ-ყბას ჩამოვუნგრევდი!”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის უმცროსმა ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, გრიგოლ ვაშაძის მიერ პოლიციელზე თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.
„ამას გეუბნებით მე, გიორგი გამსახურდია, პოლიციის ოფიცერი ოცდასამწლიანი სტაჟით. მსგავსი პროვოკაციის შემთხვევაში, გრიშა ვაშაძეს ყბას ჩამოვუღებდი! დიახ, ნებისმიერ სიტუაციაში პოლიციის გვერდით ვდგავარ!
ერთიც არის: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი პოლიტიკური გუნდის ჰუმანურ სახეს და მის უარს რეპრესიებსა და ძალადობაზე…“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
წყარო :reportiori.ge