რატი იონათამიშვილი: გახარია გაშიშვლებულია და უკვე ყველა ხვდება მისი და “ნაცების” ალიანსის შესახებ
“გახარია გაშიშვლებულია და უკვე ყველა ხვდება მისი და “ნაცების” ალიანსის შესახებ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დილიდან “ნაცების” მასიური შეტევაა გახარიაზე! ორად-ორი მიზეზის გამო:
1. გახარია გაშიშვლებულია და უკვე ყველა ხვდება მისი და “ნაცების” ალიანსის შესახებ. ეს ეჭვის გასაქარწყლებელად ხდება და “ნაცებიც” ამოქმედდნენ.
2. გახარიას, მაქსიმუმ, 5-6 პროცენტიდან “ნაცების” 2-3 პროცენტიც მიაქვს. ამ დროს, მიზანი აქვთ, რომ მან მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ხმები.
პრიმიტიული და უმარტივესად გასაშიფრი სქემა“, – წერს რატი იონათამიშვილი.