ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ ტეტოვოს კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 დაშავებულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში ცეცხლი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გაჩნდა.
გასულ წელს აგებულ დროებით საავადმყოფოში კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი პაციენტი იყო მოთავსებული დაწესებულებაში.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მძიმედ დაშავებული პაციენტები სკოპიეში გადაიყვანეს. მინისტრი შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.