თამარ გაბუნია: ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, ასეა გარდაცვლილების შემთხვევაშიც

“ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, ასეა გარდაცვლილების შემთხვევაშიც”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გარდაცვალების შემთხვევებში ისევ დომინანტური რჩება 70 წლის ზემოთ ასაკი. მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც. ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის ასევე კლინიკაში დროული მომართვიანობა, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და, როგორც კი პირველივე საგანგაშო მდგომარეობას შეამჩნევენ, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები